logo
ENG



ერდოღანი პუტინთან შესახვედრად სოჭში ჩავიდა

05 აგვ 202216:08
3 წუთის საკითხავი
clock 757
REUTERS

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ქალაქ სოჭში პუტინთან მოლაპარაკებების გასამართავად ჩავიდა.

ორი ლიდერი გეგმავს დეტალურად განიხილოს რუსეთისა და თურქეთის თანამშრომლობის თემები, მათ შორის სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების შემდგომი გაფართოების პერსპექტივები და ერთობლივი სტრატეგიული პროექტების განხორციელება ენერგეტიკულ სექტორში.

კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა გასულ კვირას განაცხადა, რომ პუტინი და ერდოღანი სამხედრო და ტექნიკურ თანამშრომლობას, ასევე უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის საკითხებს განიხილავენ.

ორივე ლიდერი ბოლოს ერთმანეთს თეირანში, გასულ თვეში შეხვდნენ.

22 ივლისს უკრაინა და რუსეთი შეთანხმდნენ, რომ რუსეთი საშუალებას მისცემს უკრაინის შავი ზღვის პორტებიდან სასიცოცხლო მნიშვნელობის მარცვლეულის ექსპორტის აღდგენას. შეთანხმება გაეროსა და თურქეთის შუამავლობით სტამბულში გაფორმდა.


close დახურვა