logo
ENG


ისრაელმა ღაზაში საჰაერო თავდასხმისას ისლამური ჯიჰადის ლიდერი მოკლა

05 აგვ 202219:26
3 წუთის საკითხავი
clock 276
2022/08/05/lyztwon9vng0585.jpg

ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის სამხედროებმა ღაზას სექტორში, საჰაერო თავდასხმის შედეგად ისლამური ჯიჰადის ჯგუფის მეთაური, ტეისირ ალ-ჯაბარი მოკლეს. ჯაბარის ლიკვიდაცია თავად ჯგუფმაც დაადასტურა.

Reuters-ის ცნობით, სამხედრო ოპერაციის დროს ღაზას სექტორზე რამდენიმე საჰაერო დარტყმა განხორციელდა, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა, 15 კი დაშავდა, თუმცა დაჭრილების და დაღუპულების შესახებ მედიაში სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზას საზღვრიდან 80 კილომეტრის რადიუსში ისრაელის ყველა ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს.

ჯაბარიამ ჩრდილოეთ ღაზის მართვა 2019 წელს დაიწყო, მას შემდეგ რაც მისი წინამორბედი ბაჰა აბუ ალ-ატუ ისრაელის მხარემ მოკლა.

ახალ დაპირისპირებას წინ უძღოდა ისლამური ჯიჰადის ერთ-ერთი ლიდერის, ბასამ ალ-საადის დაკავება ქალაქ ჯენინში მიმდინარე კვირის დასაწყისში. მაშინ ჯგუფმა ღიად განაცხადა, რომ ისრაელს სამაგიეროს გადაუხდის. ისრაელი ამბობს, რომ ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, დაჯგუფება სამხედრო და სამოქალაქო ავტომობილებზე თავდასხმას გეგმავდა, ხოლო ამ დროისთვის ისლამური ჯიჰადის გეგმები ჩაშალეს.


close დახურვა