logo
ENG


პრეზიდენტმა ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატები დაასახელა

05 აგვ 202220:28
3 წუთის საკითხავი
clock 71

პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარისა და ერთი წევრის თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატურები წარუდგინა. ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე პარლამენტს ასარჩევად ზურაბიშვილმა დაუსახელა თამარ ალფაიძისა და რევაზ ეგაძის კანდიდატურები, ხოლო ცესკოს წევრის ერთ თანამდებობაზე - ქრისტინე ქაჯაიასა და ლევან ისაკაძის კანდიდატურებს სთავაზობს. პრეზიდენტის ახლახან გავრცელებულ განცხადებაში არაფერია ნათქვამი ცესკოს მოქმედ თავმჯდომარეზე და კანდიდატზე გიორგი კალანდარიშვილზე. რას ნიშნავს ეს, უპირისპირდება თუ არა კიდევ ერთხელ ზურაბიშვილი მთავრობას?

 


close დახურვა