logo
ENG



უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტების შტურმი 7 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს

05 აგვ 202220:38
3 წუთის საკითხავი
clock 773
2022/08/05/ukhngx0uoh9igli.png

გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტების შტურმი 7 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს.

ყველა შეტევას უკრაინელები წარმატებით გაუმკლავდნენ, ხოლო რუსებმა დანაკარგი განიცადეს. გენშტაბში ამბობენ, რომ კრამატორსკსა და ბახმუტში რუსები ცდილობდნენ უფრო ხელსაყრელი პოზიციების დაკავებას და ტაქტიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, თუმცა უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტები ტერიტორიიდან გააგდეს. იგივე მოხდა ზაიცევსა ვერშინაში.

ოკუპანტები გეგმავდნენ წინ წაწევას დასახლებულ პუნქტებში: კრასნოგოროვკა, ავდეევკა და პესკი, თუმცა უშედეგოდ.

რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე წლის 24 თებერვალს შეიჭრა. ფართომასშტაბიანი ომის შედეგად დაიღუპა ათასობით ადამიანი, 10 მილიონზე მეტი უკრაინელი კი ლტოლვილად იქცა. 


close დახურვა