logo
ENG



ფლორიდაში კუბადან და ჰაიტიდან ჩასული ასობით მიგრანტი დააკავეს

08 აგვ 202200:55
3 წუთის საკითხავი
clock 1062
2022/08/08/umpwddpshu501hi.jpg

ფლორიდაში კუბადან და ჰაიტიდან ჩასული ასობით მიგრანტი დააკავეს. 

აშშ-ის საბაჟო და სასაზღვრო პარტულის განცხადებით, ასობით მიგრანტმა აშშ-ში ჩასასვლელად 16 გემი გამოიყენა. 

ასევე, ამერიკელმა მაშველებმა გადაარჩინეს 330-ზე მეტი მიგრანტი, რომლებიც აშშ-ის სანაპიროებამდე მიღწევას ჰაიტიდან იალქნიანი გემით ცდილობდნენ. 

აშშ-ის სანაპირო დაცვამ გამოაქვეყნა ფოტოები და ვიდეო, რომელზეც ასახულია ხალხით სავსე ნავი, მათ უმეტესობას სტაფილოსფერი მაშველი ჟილეტი აცვია. მოგვიანებით ისინი დაცვის გემებზე გადაანაწილეს. 

აშშ-ის სანაპირომდე მიაღწია 150-მა კუბელმა მიგრანტმა, რომელიც აშშ-ის საბაჟო და სასაზღვრო პატრულმა დააკავა. 


close დახურვა