logo
ENG



მედვედევი აგვისტოს ომში რუსულ აგრესიას "მშვიდობის იძულების ოპერაციას" უწოდებს

08 აგვ 202212:35
3 წუთის საკითხავი
 

 

რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი 2008 წლის აგვისტოს ომში რუსულ აგრესიას "მშვიდობის იძულების ოპერაციად და მოსახლეობის დაცვისთვის გადადგმულ ნაბიჯად აფასებს". ამის შესახებ ის Telegram-ზე წერს.

"ეს იყო ნიშანი შეერთებული შტატებისა და NATO-სთვის იმასთან დაკავშირებით, რომ აუცილებელი იყო რუსეთის შეშფოთების გათვალისწინება.

კავკასიაში სიტუაცია შეიცვალა,

თუმცა შეერთებულმა შტატებმა და NATO-მ ვერ გაიგეს და ვერ მიხვდნენ, გააგრძელეს თავისი სახიფათო კურსი.

2022 წელს მოგვიწია უფრო მკაცრად გვეპასუხა", - წერს მედვედევი. 

5-დღიანი ომი საქართველოს წინააღმდეგ რუსეთმა 2008 წლის 7 აგვისტოს დაიწყო. თუმცა, სამხედრო ესკალაცია იმავე წლის აპრილიდან დაიწყო და მას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა. ერთ-ერთი NATO-ს ბუქარესტის სამიტი იყო, სადაც ითქვა, რომ საქართველო აუცილებლად გახდებოდა ნატოს წევრი. რუსეთმა მაშინ განაცხადა, რომ გააკეთებდა „ყველაფერს, რათა არ დაეშვა უკრაინის და საქართველოს ნატოში გაწევრიანება". 


close დახურვა