logo
ENG



"ქრთამი ჯარში გაწვევის გადავადებისთვის" - სუს-მა ორი ადამიანი დააკავა

09 აგვ 202215:13
3 წუთის საკითხავი
clock 1114
"ქრთამი ჯარში გაწვევის გადავადებისთვის" - სუს-მა ორი ადამიანი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ოზურგეთის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახურის ყოფილი უფროსი ი.ლ. და ერთი მოქალაქე ბ.გ. დააკავა. 

მათ ქრთამის აღებას და ქრთამის აღებაში დახმარებას ედავებიან. 

სუს-ის ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ ოზურგეთის მერიის ყოფილმა თანამშრომელმა, მოქალაქის დახმარებით წვევამდელისათვის სავალდებულო სამხედრო სამსახურის არაოფიციალურად გადავადების სანაცვლოდ ქრთამის სახით აიღო 1 500 ლარი.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით აწარმოებს. 

მუხლი სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე.

უწყების ცნობით, ოზურგეთის მერიის დაკავებული ყოფილი თანამშრომელი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. 


close დახურვა