logo
ENG



რეზნიკოვი: ე.წ. რეფერენდუმების ჩატარების შემთხვევაში, უკრაინა მოლაპარაკებებზე არ ისაუბრებს

11 აგვ 202213:38
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/11/avjsfwr6kabjrtu.jpg

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, რუსებთან მოლაპარაკების შანსი მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ მაგიდასთან უკრაინის პარტნიორები ისხდებიან.

"ე.წ. რეფერენდუმების ჩატარების შემთხვევაში, უკრაინა მოლაპარაკებებზე არ ისაუბრებს. მინდა გითხრათ, რომ რუსებთან მოლაპარაკების შანსი მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ მაგიდასთან ჩვენი პარტნიორები ისხდებიან," - თქვა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.

რამდენიმე დღის წინ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ტერიტორიების დათმობას არ აპირებს და იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ე.წ. რეფერენდუმებს ჩაატარებს, მაშინ ის უკრაინასთან მოლაპარაკების შესაძლებლობას დახურავს.


close დახურვა