logo
ENG



ზელენსკიმ დასავლეთს მოუწოდა, დევნილ რუსებს დაეხმაროს, თუმცა ტურისტული ვიზები არ გასცეს

13 აგვ 202211:07
3 წუთის საკითხავი
clock 578
2022/08/13/xwttf6efhzj8sbb.jpeg

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კვლავ განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეებზე შენგენის ვიზის გაცემა უნდა შეწყდეს. ამავე დროს, მან აღნიშნა, რომ თავშესაფარი უნდა მიეცეთ იმ პირებს, რომელთაც რუსეთში დევნიან.

"მათ, უნდა მიიღონ დახმარება ცივილიზებული სამყაროსგან. ცნობილი იურიდიული მექანიზმებია - ლტოლვილის სტატუსი, თავშესაფრის მოთხოვნა, დახმარებისა და მხარდაჭერის სხვა შესაძლებლობები. მაგრამ ეს მათთვის, ვინც იბრძვის, ვისაც სდევნიან", - თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ჩეხეთს, ბალტიის ქვეყნებსა და სხვა ევროპულ ქვეყნებს, რომლებმაც ვიზების საკითხი წამოაყენეს. მისი მოსაზრებით, რუსეთის მოქალაქეებზე ტურისტული და სამუშაო ვიზების გაცემა უნდა შეიზღუდოს, რადგან "ტერორისტ-სახელმწიფოზე მუშაობა" არ შეიძლება.

"არ შეიძლება თვითონ ევროპის იდეის, ჩვენი საერთო ევროპული ღირებულებების განადგურება, ანუ არ შეიძლება ევროპის სუპერმარკეტად გადაქცევა, სადაც მნიშვნელობა არ აქვს, ვინ შედის - მთავარია, რომ ადამიანმა საქონლისთვის თანხა გადაიხადოს. ამიტომაც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვები სამართლიანია და ევროპული ღირებულებების ყველა დამცველი ამას დაჟინებით უნდა მოითხოვდეს", - თქვა ზელენსკიმ.

რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემაზე ზელენსკის მოსაზრებამ გარკვეული ცვლილება განიცადა. 8 აგვისტოს The Washington Post-თან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა დასავლეთს მოუწოდა, რომ შეწყვიტოს ვიზების გაცემა რუსეთის ყველა მოქალაქისთვის, მათ შორის მათთვის, ვინც ომს ეწინააღმდეგება.


close დახურვა