logo
ENG


გოგაშვილმა ციხიდან მორიგი წერილი გამოაქვეყნა

13 აგვ 202212:30
3 წუთის საკითხავი
clock 2927
გოგაშვილმა ციხიდან მორიგი წერილი გამოაქვეყნა

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი ციხიდან მორიგ წერილს ავრცელებს და გადმოსცემს საუბარს, როგორ გასცემდა ბიძინა ივანიშვილი კამერების ჩანაწერების წაშლის დავალებას. 

სავრაუდოდ, სოსო გოგაშვილს დიალოგი, რომელსაც გადმოსცემს, არ მოუსმენია და მისეული ინტერპრეტაციაა. 

საქმე, სავარაუდოდ, გოგაშვილის ადვოკატის 11 აგვისტოს განცხადებას ეხება, რომლის მიხედვითაც, სოსო გოგაშვილს 28 ივლისს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა დაურეკა და დაემუქრა. როგორც ადვოკატი ამბობს, გომელაურის ზარზე საპასუხოდ გოგაშვილი საშხაპეში გადაიყვანეს. 

სოსო გოგაშვილის დღევანდელ წერილში ნათქვამია: 

არამოდელირებული კრიმინალური ქრონიკა

ბიძინა ივანიშვილი: აბა როგორ ხართ, ბიჭებო, რა ცხვირ-პირი ჩამოგტირით! ეს ჩემი დავალებით მოხდა, თქვენ არაფერს არ გაბრალებთ, ხარვეზებს მეთვითონ გავასწორებ. შოთაძე, რას შვებიან შენები, ხომ მუშაობენ პენიტენციურის ბიჭებთან ერთიანი ჩვენებების დასალაგებლად? რამე არ აურიონ.

ირაკლი შოთაძე: დიახ, ბატონო ბიძინა, ვაკეთებთ ყველაფერს.

ბიძინა ივანიშვილი: რატი, რა ხდება კამერებზე? ოტო ხო მუშაობს? ხომ ასწორებთ ყველაფერს?

რატი ბრეგაძე: დიახ, ბატონო ბიძინა, სულ 9 კამერა არის, ზოგს წაშლიან ზოგს დააზიანებენ, მაგრამ…

ბიძინა ივანიშვილი: მოიცა, კაცო, ყველა არ წაშალოთ, ერთი დღის დატოვეთ. დიახ, საშხაპეში გადაიყვანეს, რა არის ამაში უკანონო. გრიგოლ, ტელეფონის ანძებზე რა ხდება? ხო მუშაობენ, რომ არ დაფიქსირდეს რუსთავსა და თბილისში ანძები?

გრიგოლ ლილუაშვილი: დიახ, ბატონო ბიძინა, რამდენიმე დღეში მოგვარებული იქნება.

ბიძინა ივანიშვილი: რატი, რაღაცის თქმა გინდოდა წეღან.

რატი ბრეგაძე: დიახ, ბატონო ბიძინა, კიდევ ერთი პრობლემაა. ოჯახი შაბათს, არასამუშაო დღეს გვიან შემოვიყვანეთ, ძალიან ბევრმა კამერებმა დააფიქსირეს ეს ამბავი, რა ვქნათ?

ბიძინა ივანიშვილი: არაუშავს, ეგ დატოვეთ. დასაჯეთ რამდენიმე თანამშრომელი, იქამდე დაელაპარაკეთ, დაამშვიდეთ, აჩუქეთ ფონდიდან ფული და დაასაქმეთ სადმე სხვაგან. დანაშაული თავის თავზე ააღებინეთ. გრიგოლ, მოკლედ, აგერაა კობახიძეც და მედიასთან და პარტიასთან კოორდინაციით დაიწყეთ შავი კამპანია.

გრიგოლ ლილუაშვილი: დიახ, ბატონო ბიძინა, ჩვენები უკვე მუშაობენ მაგ გეგმაზე.

ირაკლი კობახიძე: (ნაზი, ჩუმი ხმით) დიახ, ბატონო ბიძინა, პარტია მზად არის, მაგრამ ძალიან დავზიანდებით.

ბიძინა ივანიშვილი: რა ცხვირჩამოშვებული ხარ, არ იცი, რომ თეთრი ხელთათმანებით არ გამოდის? ( не первый раз замужем ) უნდა გაუძლოთ ( нравится не нравится терпи мая красавица )


close დახურვა