logo
ENG



პუტინი ვაშინგტონს გლობალურ დესტაბილიზაციასა და უკრაინაში ომის გახანგრძლივებაში ადანაშაულებს

16 აგვ 202217:37
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/16/dwmq4p17vkn1db8.jpg

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შეერთებული შტატებს გლობალურ დესტაბილიზაციაში, აზიასა და უკრაინაში ომის გახანგრძლივებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ მან მოსკოვში, უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციის გახსნაზე გაშვებულ ვიდეომიმართვაში თქვა.

პუტინის თქმით, აშშ ამძაფრებს გლობალურ დაძაბულობას რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინის მხარდაჭერით. მან დაადანაშაულა ვაშინგტონი ჩინეთსა და ტაივანს შორის დაძაბულობის გაღვივებაში.

"უკრაინაში შექმნილი ვითარება აჩვენებს, რომ შეერთებული შტატები ამ კონფლიქტის გახანგრძლივებას ცდილობს. ისინი ზუსტად ისევე მოქმედებენ აზიაში, აფრიკასა და ლათინურ ამერიკაში კონფლიქტის გაღვივებით... კიდევ ერთხელ, შეერთებულმა შტატებმა სცადა მიზანმიმართულად დაესხა ცეცხლზე ნავთი და გაღვივებულიყო სიტუაცია ტაივანში. ამერიკული თავგადასავალი ტაივანთან მიმართებით არ არის მხოლოდ ინდივიდუალური უპასუხისმგებლო პოლიტიკოსის მოგზაურობა, არამედ შეერთებული შტატების მიზანმიმართული, შეგნებული სტრატეგიის ნაწილი, რომ მოახდინოს დესტაბილიზაცია და ქაოტური ვითარება რეგიონსა და მსოფლიოში... ჩვენ ამას ვხედავთ, როგორც საგულდაგულოდ დაგეგმილ პროვოკაციას", - ამბობს პუტინი.


close დახურვა