logo
ENG



რუსეთის მოქალაქეებს არც დანიაში შეუშვებენ

18 აგვ 202200:20
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/18/ff4yxiu83bgo0xq.jpg

დანიამ გადაწყვიტა, შეწყვიტოს ტურისტული ვიზების გაცემა რუსეთის მოქალქეებისთვის მიუხედაბად იმისა, თუ რაზე შეთანხმდება ევროკავშირი - დააწესებს თუ არა სავიზო შეზღუდვას რუსებისთვის მთელი კავშირის მასშტაბით. 

ინფორმაცია დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეპე კოფოდმა გაავრცელა. 

მანამდე რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემა შეწყვიტა ესტონეთმა. ქვეყანაში არ დაიშვებიან რუსეთის არც ის მოქალაქეები, რომლებსაც ესტონეთის საკონსულოს მიერ გაცემული შენგენის ვიზა აქვთ. 

ასევე, რუსეთის მოქალაქეებზე ტურისტული ვიზები არ გაიცემა ბულგარეთში. 


close დახურვა