საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი აცხადებს, რომ ბორჯომში ხანძრის ჩაქრობას ამინდი ართულებს.
მისი თქმით, ამ დროისთვის მობილიზებულია 3 ვერტმფრენი და 250 მეხანძრე-მაშველი.
"ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის სამუშაოებს ართულებს რთული კლიმატური პირობები. ადგილზე მობილიზებულია სასაზღვრო პოლიციის 3 ვერტმფრენი, რომლებიც ქარის ჩადგომისთანავე განაახლებენ ხანძრის ქრობის სამუშაოებს. ასევე, გაზრდილია მეხანძრე-მაშველთა რაოდენობა 250-მდე. ადგილზე გვაქვს შესაბამისი აღჭურვილობა და ვმუშაობთ ხანძრის ჩასაქრობად", - თქვა მან.