logo
ENG



მედიაკოალიცია: კომკომ-ის გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად აუარესებს მედიაგარემოს

23 აგვ 202219:38
3 წუთის საკითხავი
clock 640
2022/08/23/07qsxiwhriovc61.png

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის მიიჩნევს, რომ კომუნიკაციების კომისიის 2022 წლის 23 აგვისტოს გადაწყვეტილება სამი კრიტიკული მაუწყებლის: ფორმულას, მთავარი არხის და ტელეკომპანია პირველის მიმართ პოლიტიკური ხასიათისაა და არ ემყარება სამართლებრივ საფუძვლებს.

კომუნიკაციების კომისიამ დღეს მოძრაობა შინ ევროპისკენ კლიპის გაშვებისთვის ფორმულას და ტვ პირველს გაფრთხილება მისცა, მთავარი არხი კი 118 688 ლარით დააჯარიმა. კრიტიკული მედიების წინააღმდეგ სარჩელი ქართულმა ოცნებამ შეიტანა. 

ორგანიზაციათა გაერთიანება აცხადებს, რომ კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკას, რომლითაც მსგავსი დარღვევის დასადგენად, პირველ ყოვლისა, შეფასებული უნდა ყოფილიყო საეთერო ბადეში განთავსებული რეკლამის წინასაარჩევნო/პოლიტიკური მახასიათებლები და მისი ფორმალური მხარე. კამპანია შინ ევროპისკენ სახელით გავრცელებულ სადავო რგოლში კი არ ჩანს არცერთი საარჩევნო სუბიექტი - საჯარო ხელისუფლების თანამდებობის არცერთი კანდიდატი.

შესაბამისად, კუმულაციურ პირობებს, რომელთა ერთობლიობაც წინასაარჩევნო რეკლამად შეფასების შესაძლებლობას შექმნიდა, მასალა ვერ აკმაყოფილებს.

ელეკომპანია ფორმულას ინტერესებს კოალიციის წევრი ორგანიზაცია - საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) იცავს.

გამომდინარე იქედან, რომ კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად აუარესებს მედიაგარემოს საქართველოში, მედიის ადვოკატირების კოალიციის წევრი ორგანიზაციები დავის სასამართლოში გაგრძელების ეტაპზეც მზად არიან დაიცვან მაუწყებლების ინტერესები


close დახურვა