ბორჯომში ცეცხლმა ახალციხის სოფლებამდე მიაღწია.
ახალციხეში მცხოვრებლების თქმით, კვამლის და ფერფლის გამო სუნთქვა გაძნელდა.
ბორჯომის ხეობაში ხანძარს 4 დღეა, ებრძვიან. ცეცხლის ქრობას მაღალი ტემპერატურა და ქარი ართულებს.
სამუშაოებში ვერტმფრენი მხოლოდ ხანძრის მესამე დღეს ჩაერთო.