logo
ENG



ფორმულას გადამღებ ჯგუფზე თავდამსხმელი დააკავეს

25 აგვ 202214:55
3 წუთის საკითხავი
 

ფორმულას გადამღებ ჯგუფზე თავდამსხმელი დააკავეს. კადრები სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს.

გუშინ, 24 აგვისტოს, ფორმულას გადამღებ ჯგუფს პირდაპირი ჩართვის დროს თავს დაესხნენ.

უცნობმა პირმა ჟურნალისტს, რატი წვერავას მიკროფონი წაართვა, დანით ემუქრებოდა და ცდილობდა, თავს დასხმოდა ოპერატორს. 

"მე ვარ გარეთ ერთადერთი კანონიერი ქურდი". - ყვიროდა თავდამსხმელი.

როგორც ამის შემდეგ გახდა ცნობილი, თავდამსხმელმა გადამღებ ჯგუფზე თავდასხმამდე ერთ-ერთი მაღაზიიდან ჩანთა მოიპარა.

 


close დახურვა