logo
ENG



ჯიშკარიანი სააკაშვილზე: ჯანდაცვამ ორ უცხოელ ექსპერტზე ლიცენზიები გასცა, კიდევ ორზე ჯერ არა

26 აგვ 202217:34
3 წუთის საკითხავი
 

ცენტრ "ემპათიის" ხელმძღვანელის,  მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტომ უცხოელ სასამართლო სამედიცინო ექსპერტზე და ექსპერტ-ფსიქიატრზე, რომლებმაც მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზაში მონაწილეობა უნდა მიიღონ,  დროებითი ლიცენზიები გასცა.

"ჩვენ მივიღეთ ჯანდაცვის სამინისტროდან ელექტრონულად დოკუმენტი, რომ ორ ექსპერტზე სასაართლო სამედიცინო ექსპერტი და ექსპერტ-ფსიქიატრზე არის თანხმობა."- ამბობს ჯიშკარიანი.

მისი თქმით, კიდევ ორ ექსპერტზე ჯერ-ჯერობით ჯანდაცვის სამინისტროდან დროებითი ლიცენზიის გაცემის შესახებ ინფორმაცია არ მისულა. 

"გუშინ შეტანილი იყო დანარჩენ 2 ექსპერტზეც დოკუმენტაცია, ვეცდები გავარკვიო როდის იქნება მათზე თანხმობა."

ჯიშკარიანი ამბობს, რომ სასამართლო სამედიცინო ექსპერტი საქართელოში 29 აგვისტოს ჩამოვა და ის ამ რიცხვშივე უნდა შევიდეს კლინიკა "ვივა მედში". მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი ამ ვიზიტის შესახენ ინფორმირებულია. 


close დახურვა