logo
ENG



პაკისტანში წყალდიდობის შედეგად ბოლო 24 საათში 119 ადამიანი დაიღუპა - სულ 1 033

28 აგვ 202221:16
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/28/57a9h9b4isom4if.jpg

პაკისტანში, წყალდიდობის შედეგად ბოლო 24 საათში 119 ადამიანი დაიღუპა, 71 კი დაშავდა. საერთო ჯამში სტიქიის გამო, რომელიც პაკისტანში ივნისის შუა რიცხვებიდან მძვინვარებს, დაღუპულთა რიცხვი 1 033-მდე გაიზარდა.

CNN-ის ინფორმაციით, დაღუპულებს შორის 338 ბავშვია, ხოლო 1 527 ადამიანი დაშავდა. პაკისტანის კლიმატის მინისტრის შერი რეჰმანის თქმით, სულ მცირე 33 მილიონ ადამიანს სტიქიის გამო პრობლემები შეექმნა. მან სტიქიას "უპრეცედენტო" და "ამ ათწლეულის ყველაზე საშინელი ჰუმანიტარული კატასტროფა" უწოდა.

ქვეყანას სტიქიის დროს ამერიკა და დიდი ბრიტანეთი ეხმარებოდნენ, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლება მსოფლიოს მეტი დახმარებისკენ მოუწოდებს.

უწყვეტი წვიმა პაკისტანში ივნისის შუა რიცხვებში დაიწყო, მას შემდეგ ქვეყანაში 130 ხიდი და 495 000 სახლი განადგურდა.


close დახურვა