logo
ENG



პრემიერი: გავყიდით ფუფუნებისთვის განკუთვნილ ვერტმფრენს და 3 სამაშველო ვერტმფრენს ვიყიდით

29 აგვ 202214:34
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ხელისუფლება წინა მთავრობის მიერ ნაყიდ "სუპერ პუმას" ვერტმფრენს გაყიდის და ამ თანხით 3 ახალ ვერტმფრენს შეიძენს.

"გომელაურის უწყება ახლა აქტიურად მუშაობას 3 ახალი ვერტმფრენის შეძენაზე, იმის მიუხედავად, რომ ყველა ვერტმფრენი არის აბსოლუტურად გამართული, კარგ მდგომარეობაში. ჩვენ ამას ყოველთვის დიდ ყურადღებას ვუთმობთ. მოგეხსენებად, რომ სახელმწიფოს ყავს ერთი ძვირადღირებული, ფუფუნებისთვის განკუთვნილი ვერტმფრენი, რომელიც წინა ხელისუფლების მიერ არის შეძენილი, ყოფილი პრეზიდენტისთვის და რამდენიმე ათეული მილიონი ევრო არის გადახდილი. ეს იყო ჩვენი გადაწყვეტილება, რომ ამ ვერტმფრენით არავის ესარგებლა და მინდა აღვნიშნო, რომ მიუხედავად იმ სპეკულაციებისა თითქოს ეს ვერტმფრენი გამოიყენება სამაშველო ოპერაციებში, ეს არის ტყუილი. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ ვერტმფრენს გადავცემთ უკან მის გამომშვებ ქარხანას, გავყიდით და სანაცვლოდ 3 ახალ ვერტმფრენს შევიძენთ, ისეთებს , რომლებიც სხვადასხვაა ოპერაციებისთვის გამოგვადგება."- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

პრემიერის განცხადებით, ამის თაობაზე გომელაურის უწყება აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს, რომლებშიც ფინანსთა სამინისტროც იღებს მონაწილეობას. 

 

 

close დახურვა