logo
ENG



საზმაუმ თავისი შენობა გასაყიდად აუქციონზე მერვედ გაიტანა

01 სექ 202217:00
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/01/d33vqsuacrbmx40.jpg

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა კოსტავას ქუჩაზე მდებარე შენობა გასაყიდად აუქციონზე მერვედ გაიტანა. ფასი ამჯერად 65 მილიონი ლარია.

"აუქციონზე გამოტანილია 33 209 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი და 23 649 კვადრატული მეტრი შენობა-ნაგებობები. აუქციონში მონაწილეობა დაინტერესებულ მხარეებს მიმდინარე წლის 30 სექტემბრის ჩათვლით, 12:00 საათამდე შეეძლებათ", - ნათქვამია განცხადებაში.

საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის ფასი ასე იცვლებოდა:

  • 16.06.2020 - ₾122 432 000;
  • 16.07.2020 - ₾110 343 600;
  • 03.08.2020 - ₾99 536 040;
  • 15.03.2021 - ₾96 904 512;
  • 21.05.2021 - ₾82 455 450;
  • 11.06.2021 - ₾82 455 450;
  • 05.07.2021 - ₾82 455 450.

close დახურვა