logo
ENG



2021 წლის აგვისტოსთან შედარებით პური 32%-ით, რძე და ყველი 21%-ით, ზეთი კი 20%-ით გაძვირდა

02 სექ 202212:41
3 წუთის საკითხავი
 
2021 წლის აგვისტოსთან შედარებით პური 32%-ით, რძე და ყველი 21%-ით, ზეთი კი 20%-ით გაძვირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის აგვისტოში, ივლისთან შედარებით, ინფლაცია 0.1%-ით გაიზარდა, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 10.9% შეადგინა. 

საქსტატის ინფორმაციით, გასული, 2021 წლის აგვისტოს თვესთან შედარებით 2022 წლის აგვისტოში ფასებმა მოიმატა შემდეგ ქვეჯგუფებში არსებულ პროდუქტებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები - ჯგუფში ფასები 15.8%-თაა გაზრდილი

  • პური და პურპროდუქტები - ფასები 32.4%-ით გაიზარდა,
  • რძე, ყველი და კვერცხი - ფასები 20.8%-ით გაიზარდა,
  • მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები - ფასები 20.3%-ით გაიზარდა,
  • ზეთი და ცხიმი - ფასები 19.8%-ით გაიზარდა,
  • ყავა, ჩაი და კაკაო - ფასები 18.7%-ით გაიზარდა,
  • შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული - ფასები 18.6%-ით გაიზარდა,
  • თევზეული - ფასები 13.6%-ით გაიზარდა,
  • ხილი და ყურძენი - ფასები 2.5%-ით გაიზარდა,
  • ხორცი და ხორცის პროდუქტები - ფასები 11.1 %-ით გაიზარდა.

2021 წლის აგვისტოსთან შედარებით, ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფში ფასები 8.5%-ით გაიზარდა. ტრანსპორტის კატეგორიაში ფასები 15.6%-ითაა გაზრდილი. 2022 წლის აგვისტოში პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაცია - 18.7%-ით, სატრანსპორტო მომსახურება - 14.5%-ით, ხოლო სატრანსპორტო საშუალებების შეძენა - 1.6%-ით ძვირი ღირდა.

ელექტროენერგიის, აირისა და სათბობის სხვა სახეების ფასები კი 2021 წლის აგვისტოსთან შედარებით 6%-ითაა გაძვირებული.

აგვისტოში სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში შემავალი პროდუქტების ფასები, ივლისთან შედარებით 0/9%-ით გაიზარდა. მათ შორის ყველაზე მეტით, 7.3%-ით რძის, ყველისა და კვერცხის ფასმა მოიმარა. წინა თვესთან შედარებით 11.3%-ითაა შემცირებული ხილისა და ყურძნის, ხოლო 6.6%-ით ბოსტნეულისა და ბაღჩეულის ფასები.


close დახურვა