ცნობილია, რამ გამოიწვია მსხვილფეხა პირუტყვის მასობრივი დახოცვა ახალქალაქის მაღალმთიან სოფელ ბეჟანოში. სურსათის უვნებლობის სამსახურს ანალიზების პასუხები უკვე აქვს, თუმცა, ახლა ადგილობრივებისთვის მთავარი კითხვაა, დაეხმარება თუ არა ხელისუფლება დაზარალებულებს. მოქალაქეები ამბობენ, რომ შემოსავლის ერთადერთი წყაროს გარეშე დარჩნენ, რადგან მაღალმთიან დასახლებაში ოჯახები თავს მხოლოდ მესაქონლეობით ირჩენენ.