logo
ENG



ერდოღანი საბერძნეთს დემილიტარიზებული კუნძულების "ოკუპაციაში" ადანაშაულებს

03 სექ 202222:23
3 წუთის საკითხავი
clock 1071
2022/09/03/h3wn1any3lzjsss.jpg

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საბერძნეთი ეგეოსის ზღვის კუნძულების "ოკუპაციაში" დაადანაშაულა, რომლებსაც აქვთ დემილიტარიზებული სტატუსი და თქვა, რომ თურქეთი მზად არის "გააკეთოს ის, რაც საჭიროა", როცა ამის დრო მოვა.

სამსუნში საჰაერო ტექნოლოგიების ფესტივალზე საუბრისას, სადაც თურქეთმა უპილოტო გამანადგურებლის პროტოტიპი აჩვენა, ერდოღანმა მეზობელი საბერძნეთი პოლიტიკური და სამხედრო დაძაბულობის ფონზე გააკრიტიკა.

"კუნძულების თქვენი ოკუპაცია ჩვენ არ გვაკავშირებს. როცა დრო, საათი მოვა, ჩვენ გავაკეთებთ იმას, რაც საჭიროა. როგორც ჩვენ ვამბობთ, ერთ ღამეს შეიძლება მოულოდნელად ჩამოვიდეთ."- თქვა ერდოღანმა.

ასევე მან განაცხადა: "შეხედეთ ისტორიას, თუ უფრო შორს წახვალთ, ფასი მძიმე იქნება.” 

"ჩვენ გვაქვს ერთი წინადადება საბერძნეთისთვის: ნუ დაივიწყებთ იზმირს." - თქვა ერდოღანმა 1922 წელს თურქეთის არმიის მიერ დასავლეთ ქალაქში საოკუპაციო ბერძნული ძალების გამანადგურებელ დამარცხებაზე მითითებით.

ერდოღანმა ადრე გამოიყენა ეს ფრაზა სირიასა და ერაყში ქურთი ბოევიკების წინააღმდეგ მოსალოდნელ სამხედრო ოპერაციებზე მინიშნებით, რომლებსაც თურქეთი ეგზისტენციალურ საფრთხედ მიიჩნევს. 

თურქეთმა საბერძნეთი დაადანაშაულა რუსული წარმოების S-300 სარაკეტო სისტემების გამოყენებაში. 

ერდოღანმა და საბერძნეთის პრემიერმინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა იშვიათი მოლაპარაკებები გამართეს მარტში სტამბოლში, მაგრამ მოლაპარაკებების დადებითი ტენდენცია მალევე დასრულდა. მაისში, ერდოღანმა განაცხადა, რომ აღარ ისაუბრებს მიცოტაკისთან მას შემდეგ, რაც საბერძნეთის პრემიერი ვაშინგტონს ეწვია, სადაც ის F-35 სტელსტის მოიერიშე თვითმფრინავების შეძენას ითხოვდა, როდესაც თურქეთის მცდელობების, F-16 ფლოტის განახლების წინააღმდეგ ლობირებდა. 

NATO-ს ორივე წევრს, თურქეთსა და საბერძნეთს, ათწლეულების განმავლობაში უთანხმოება აქვთ უამრავ საკითხზე, მათ შორის ტერიტორიული ეგეოსის ზღვაზე და უთანხმოება საჰაერო სივრცეზე. უთანხმოებამ ისინი სამჯერ მიიყვანა ომის ზღვარზე ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში.

თურქეთი აცხადებს, რომ საბერძნეთი არღვევს საერთაშორისო შეთანხმებებს ეგეოსის ზღვაში კუნძულების მილიტარიზაციით.

 


close დახურვა