logo
ENG



საგანგებო: თბილისის მიმდებარედ ტყეებში ხანძრები ლიკვიდირებულია

05 სექ 202211:54
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/05/nye4hf3i5cim19g.jpg

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, თბილისის მიმდებარედ ტყის მასივებში გავრცელებული ხანძრები ლიკვიდირებულია. 

უწყება აცხადებს, რომ გუშინ, 4 სექტემბერს შესული შეტყობინებების თანახმად, თბილისის მახლობლად, ტყის მასივებში: ნაფეტვრების დასახლებასთან, წავკისის მიმდებარედ და თბილისი-წყნეთის დამაკავშირებელ გზასთან ხანძრები გაჩნდა.

სამივე ადგილას ცეცხლის გავრცელებას ხელს უწყობდა ძლიერი ქარი.

სამსახური აცხადებს, რომ თავდაპირველად, საფრთხის მაღალი ხარისხის გამო, ნაფეტვრების დასახლების მიმდებარედ არსებული ცეცხლის კერის ლოკალიზება მოხდა. პარალელურად მიმდინარეობდა ხანძრის ქრობის ღონისძიებები წყნეთსა და წავკისთან.

მეხანძრე-მაშველთა სწრაფი და ეფექტიანი მოქმედების შედეგად, დროულად მოხდა ხანძრების ლოკალიზება და შემდეგ - ლიკვიდაცია.


close დახურვა