უკრაინის, საქართველოსა და ევროპის ბედზე მსჯელობას თბილისში საქართველოს ხელისუფლების არცერთი წარმომადგენელი არ დასწრებია. "დიდება უკრაინას" ამ სახელწოდების საერთაშორისო კონფერენციაზე ევროპელი პოლიტიკოსები, ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენლები, ევროპარლამენტარები პუტინის მიერ წამოწყებული ომის შედეგად შექმნილ ახალ პოლიტიკურ რეალობას განიხილავდნენ. ხაზგასმით ითქვა, რომ საქართველოს ბედიც დიდწილად უკრაინაში წყდება, ამ დროს კი გაუგებარია, რატომ არ იყენებს ისტორიულ შანსს ქვეყნის ხელისუფლება.
