logo
ENG



ლიზ ტრასი დღეს გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი გახდება

06 სექ 202211:59
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/06/dumg7v248gsb2ia.jpg

ლიზ ტრასი დღეს დედოფალთან შოტლანდიურ რეზიდენციაში, ბალმორალში გაემგზავრება და მიიღებს ოფიციალურ ნებართვას ახალი მთავრობის ფორმირებისთვის, რის შემდეგაც ის პრემიერმინისტრის პოსტს დაიკავებს. 

ტრასი გუშინ კონსერვატიული პარტიის ლიდერი გახდა. მან ტორების კენჭისყრაში დაამარცა ფინანსთა ყოფილი  მინისტრი რიშ სუნაკი. 

ტრასმა 81326 ხმა მოიპოვა, სუნაკიმ 60399 ხმა.

"გაერთიანებული სამეფოს" პრემიერობისთვის თავდაპირველად 11 პრეტენდენტი იბრძოდა. 

ბორის ჯონსონი და მისი მეუღლე უკვე გაემგზავრნენ ბალმორალში, სადაც ჯონსონი დედოფალს პრემიერმინისტრის თანამდებობიდან გადადგომის წინადადებას შესთავაზებს. 

7 ივლისს, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი კონსერვატიული პარტიის ლიდერის თანამდებობიდან გადადგა. სანამ ახალი ლიდერი აირჩევა ჯონსონი საკუთარ მოვალეობებს ასრულებს. 

ჯონსონის, როგორც კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოზიციის დატოვების  გადაწყვეტილებას წინ უძღვოდა კენჭისყრა ჯონსონისთვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ. 

კონსერვატორი დეპუტატების უმრავლესობამ მას უნდობლობა არ გამოუცხადა.

უნდობლობის გამოცხადების საფუძვლად ჯონსონის ხელისუფლების გარშემო ბოლო პერიოდში მომხდარ რამდენიმე სკანდალურ შემთხვევას: კოვიდრეგულაციების დარღვევით წვეულებების ჩატარებასა და უკვე ყოფილი კონსერვატორი დეპუტატის, კრის პინჩერის მხრიდან სხვადასხვა დროს სექსუალური შევიწროების შესაძლო შემთხვევებს უკავშირდება. 

 

 


close დახურვა