შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, წყალტუბოში ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
მათი ცნობით, 6 სექტემბერს ცოლ-ქმარი ბენზინის აალების შედეგად დაშავდა, 7 სექტემბერს კი ქალი კლინიკაში გარდაიცვალა.
უწყებაში განმარტავენ, რომ ოჯახიდან წარსულში ძალადობასთან დაკავშირებით შეტყობინება პოლიციაში არ შესულა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 116-ე და 11 პრიმა 188-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობასა და გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
მათივე თქმით, მომხდართან დაკავშირებით გამოკითხული არიან ფაქტის შემსწრე ოჯახის წევრები, გრძელდება საპროცესო და საგამოძიებო ღონისძიებები, ჩანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.