გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ მეორე გარდაიცვალა. ინფორმაციას სამეფო ოჯახი ავრცელებს.
დედოფალი ელისაბედი ტახტზე 1952 წელს მამამისის, ჯორჯ VI-ის გარდაცვალების შემდეგ ავიდა. ის გაერთიანებული სამეფოს მონარქი 70 წლის განმავლობაში იყო, რითაც ბრიტანეთში ყველაზე ხანგრძლივი მმართველის, ხოლო მსოფლიოში მეორე ყველაზე ხანგრძლივი მმართველის ტიტული აქვს.
ელისაბედის შემდეგ მეფე მისი შვილი, პრინცი ჩარლზ III გახდება.
„დედოფალი, დღეს შუადღით მშვიდად გარდაიცვალა ბალმოლარში.“ - წერს სამეფო ოჯახი ტვიტერზე.
The Queen died peacefully at Balmoral this afternoon.
The King and The Queen Consort will remain at Balmoral this evening and will return to London tomorrow. pic.twitter.com/VfxpXro22W
ბაკინგემის სასახლემ დღეს გაავრცელა განცხადება, რომ დედოფალი ელისაბედი ბალმორალში სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იყო მას შემდეგ, რაც ექიმები მისი ჯანმრთელობით შეშფოთდნენ.
დედოფლის მოსანახულებლად ბალმორალში ჩავიდნენ სამეფო ოჯახის წევრები, დედოფლის შვილები, პრინცი უილიამი და პრინცი ჰარი და მეგან მარკლში, ვინც მანამდე გერმანიაში იმყოფებოდნენ.