უკრაინის პრეზიდენტი თურქული კომპანია ბაირაქტარის გენერალურ დირექტორს შეხვდა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჰალუკ ბაირაქტართან უკრაინაში ქარხნის მშენებლობა და ახალი პროდუქციის წარმოება განიხილა.
პრეზიდენტის ოფისში აღნიშნავენ, რომ უკრაინის ლიდერმა მაღალი შეფასება მისცა ბაირაქტარისა და მისი კომპანიის წვლილს აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლაში და მას დამსახურებისთვის პირველი ხარისხის ორდენი გადასცა.
"თითოეულმა უკრაინელმა იცის, რა არის ბაირაქტარი, იცის თქვენი კომპანია. მადლობა თქვენ, მადლობა პრეზიდენტ ერდოღანს მხარდაჭერისთვის და თურქეთის მოქალაქეების მხარდაჭერისთვის ამ ომში რუსული აგრესიის წინააღმდეგ", - განაცხადა ზელენსკიმ.
Bayraktar-ის დრონები რუსეთ-უკრაინის ომში უკრაინული წინააღმდეგობის ერთგვარ სიმბოლოდ იქცა. ივნისში კომპანია Baykar-მა უკრაინას უფასოდ გადასცა სამი უპილოტო საფრენი აპარატი Bayraktar ТВ2-ს, რომლისთვისაც უკრაინელები ფულს აგროვებდნენ.