logo
ENG



რუსული ჯარები იზიუმს ტოვებენ, ზოგიერთი წყაროს ცნობით, ქალაქი უკრაინელებმა უკვე დაიბრუნეს

10 სექ 202214:06
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/10/cjuvs4avugcjj16.jpg

რუსული ჯარები იზიუმს ტოვებენ.

ზოგიერთი გავრცელებული ცნობით, ქალაქი უკრაინელებმა უკვე დაიბრუნეს. 

ინფორმაცია ტელეგრამ არხებზე, ადგილობრივ წყაროებზე დაყრდნობით ვრცელდება. 

ასევე, ვრცელდება ცნობები, რომ უკრაინული არმია იზიუმის ცენტრშია. 

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხარკივის ოლქში უკრაინელებმა დაიბრუნეს ქალაქი კუპიანსკი. გავრცელდა ფოტოები, რომლებიც ასახავს უკრანელ ჯარისკაცებს, უკრაინული დროშით, ქალაქის მერიის სახურავზე. უკრაინული წყაროები აცხადებენ, რომ კუპიანსკი თითქმის გათავისუფლებულია რუსი ჯარისჯაცებისგან

რუსი იგორ გირკინი, იგივე სტრელკოვი, რომელიც წარსულში ოკუპირებული დონბასის არმიას წარმოადგენდა, წერს, რომ კუპიანსკის 2/3-ს კვლავ რუსები აკონტროლებენ. 

თუმცა, სხვა რუსული წყაროები იუწყებიან, რომ რუსებმა დაკარგს იზიუმიც, ვინაიდან კუპიანსკზე კონტროლის დაკარგვის შემდეგ ქალაქის დაცვა შეუძლებელი გახდა. 

კრუპიანსკი ხარკივის ოლქს ეკუთვნის და ქალაქ ხარკივის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს. 

კუპიანსკი რუსი დამპყრობლებისთვის მნიშვნელოვანი ადგილი იყო. სწორედ ამ ქალაქის გავლით ხდებოდა დონბასში რუსი ჯარისკაცების აღჭურვილობით და ამუნიციით მომარაგება. კუპიანსკზე კონტროლის დაკარგვა ოკუპანტებს რთულ მდგომარეობაში აყენებს, ვინაიდან მათი ჯარები ფაქტობრივად უკრაინელთა ალყაში აღმოჩნდნენ. 

ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინელებმა გაათავისუფლეს ქალაქი ლიმანიც, რომელიც დონეცკში მდებარეობს. 

რაც შეეხება ხერსონს - უკრაინის შეტევითი ოპერაციების გამო რუსეთის თავდაცვითი ფრონტი ზეწოლის ქვეშ იმყოფება როგორც ჩრდილოეთ, ისე სამხრეთ ფლანგებზე.


close დახურვა