logo
ENG



ოქროს მოპოვება ღია კარიერული წესით - ხმაური ბოლნისში

13 სექ 202220:30
3 წუთის საკითხავი
 

ბოლნისის რაიონში, სოფელ მუშევანში კომპანია არემჯი გოლდი ღია კარიერული წესით სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებას გეგმავს. მოსახლეობაში აზრი ორად გაიყო, ნაწილი კომპანიის შემოსვლას აპროტესტებს, ამბობს, რომ ლითონის მოპოვება საფრთხეს შეუქმნის მათ საცხოვრებელს, ჯანმრთელობასა და გარემოს, მოსახლეობა ხელისუფლებას მოუწოდებს, არ გასცეს სამუშაოების ჩატარების ნებართვა. სოციალური პირობების გაუმჯობესების მოტივით, სოფლის მცხოვრებთა მეორე ნაწილი კომპანიის შემოსვლას ემხრობა. უფლებადამცველები ვარაუდობენ, რომ დაპირებების გზით არემჯი ადგილობრივების გადაბირებას ცდილობს. 


close დახურვა