ნეკა დოროყაშვილმა, რომელიც ყოფილ ქმარს, ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს ძალადობაში ადანაშაულებს, სასამართლოში ახალი ჩვენება მისცა.
დღევანდელ პროცესზე მან კიდევ ერთხეხლ ისაუბრა ყოფილი ქმრისგან ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობაზე და წარმოადგინა ვიდეომტკიცებულება, რომელშიც დოროყაშვილის თქმით, მას ბასილაშვილი ჩოგნებით სავსე ჩანთას ურტყამს.
"გარდა იმისა, რომ ჩემოდანს მირტყამს, რომლის აწევა თვითონაც უჭირს იმიტომ, რომ საკმაოდ მძიმეა, შემდეგ ხელს აყოლებს და ტანითაც მეცემა ზემოდან. შესაბამისად, იყო კითხვა რატომ გამეთიშა ტელეფონი. ამხელა ჩოგნის ჩანთის ჩარტყმის შემდეგ და მერე თვითონ ამხელა დაგეცემა, ბუნებრივია, ინსტინქტია შენი, როდესაც გირტყამენ, ხელს იფარებ და ითიშება ეს კადრი... ისმის კიდეც ვიდეოში "შე ნაბი*ვაროო", მეუბნება"- თქვა დოროყაშვილმა სასამართლოზე.
როგორც მან აღნიშნა, წლების განმავლობაში გარდა ფიზიკურისა, ჩოგბურთელი მასზე ფსიქოლოგიურად ძალადობდა და შეურაცხყოფას აყენებდა.
დოროყაშვილი ჰყვება, რომ როდესაც მათ ერთმანეთში კოფლიქტი ჰქონდათ, ქმარი საბანკო ბარათებს უბლოკავდა.
"კარტას ნიკოლოზი აკონტროლებდა, ამის გარეშე ნიკოლოზი, რა თქმა უნდა, ვერ ხდებოდა კარტის გამოყენება და ფინანსების განკარგვა. როდესაც ჩვენ შორის მოხდებოდა ნებისმიერი კონფლიქტი, ის მიბლოკავდა ამ კარტას და ყველაზე რთული ის იყო, რომ ბლოკავდა კარტას ჩემი დასჯის მიზნით, ბევრი შემთხვევა ყოფილა, როდესაც წამიყვანია ბავშვი ექიმთან, აფთიაქში მივსულვარ, სუპერმარკეტში, მიყიდია ნივთები და ვერ ვიხდიდი... ეს იყო ხშირად. მერე რომ გავაცნობიერე, რომ ამას აკეთებდა ჩემი მანიპულაციის მიზნით... შემდეგ ვცდილობდი მესესხა ფული მეგობრებისგან, მშობლებისგან... მეუბნებოდა, ჩემი ვალი გაქვსო, მაგალითად ბავშვის საჭმლის ფული. ეს იყო მუდმივი სტრესი ჩემთვის"- ამბობს დოროყაშვილი.
***
ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს ყოფილი ცოლი, ნელი დოროყაშვილი ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ადანაშაულებს.
სასამართლომ მას 100 ათას ლარიანი გირაოც დააკისრა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის, მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვანის თანდასწრებით. ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
ადვოკატის განმარტებით, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ნელი დოროყაშვილზე გენდერული ნიშნით ფიზიკურად არაერთხელ იძალადა
ამასთანავე, დაცვის მხარის ცნობით, ბასილაშვილი წლების განმავლობაში გენდერული ნიშნით სისტემატურად - ფსიქოლოგიურად და ეკონომიკურად ძალადობდა ცოლზე, რის შედეგადაც ნელი დოროყაშვილი განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას.
საბოლოოდ საქმის გამოძიება ძალადობის 5 ეპიზოდზე მიმდინარეობს. თავდაპირველად ბრალი ბასილაშვილს ძალადობის მხოლოდ 1 ეპიზოდზე ჰქონდა წარდგენილი.
შემაკავებელი ორდერები გამოწერილია როგორც ბასილაშვილის, ისე მისი მშობლების მიმართ. პოლიციის მიერ გამოწერილი ორდერი სასამართლომ ძალაში დატოვა, ჩოგბურთელმა და მისმა მშობლებმა ის აღარ გაასაჩივრეს.