
27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს საქართველოს და უკრაინის მთლიანობის და თავისუფლების მხარდასაჭერად მსვლელობა გაიმართება. მსვლელობა 21:00 საათზე რუსთაველის ძეგლიდან დაიწყება და პარლამენტთან დასრულდება.
"29 წლის წინ რუსეთმა საქართველოს - აფხაზეთი, ათასობით ქართველს კი, სიცოცხლე წაართვა. გენოციდს გამოქცეული ასიათასობით ადამიანი ისევ დევნილია და სახლში ვერ მიდის.
დღეს, უკრაინელების თავგანწირვამ შექმნა ისტორიული შანსი, რომ რუსეთი დამარცხდეს და პოლიტიკურად შეუძლებელი, პოლიტიკურად გარდაუვლად იქცეს - ქართველები შინ დავბრუნდეთ. ჩვენ ამისთვის უნდა ვემზადოთ", - აღნიშნავენ ორგანიზატორები.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან: ევროპული საქართველო, ტაბულა, აფხაზთა კრება, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოება, თავისუფლების ინსტიტუტი, უკრაინელი აქტივისტები საქართველოში.