logo
ENG



ირანში გარდაიცვალა ქალი, რომელიც დაკავებისას მორალის პოლიციამ სცემა

16 სექ 202222:41
3 წუთის საკითხავი
clock 1228
2022/09/16/w9ny3pmez17ctgo.jpg

22 წლის ირანელი უფლებადამცველი ქალი გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღის წინ ის მორალის პოლიციამ დააკავა თითქოსდა თავსაბურავებთან დაკავშირებული მკაცრი წესების დარღვევისთვის.

თვითმხილველები ამბობენ, რომ მაჰსა ამინი პოლიციელებმა ფურგონში სცემეს, როდესაც სამშაბათს თეირანში დააკავეს. პოლიცია ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ამინის "მოულოდნელად გულთან დაკავშირებული პრობლემები" გაუჩნდა.

ქალის ოჯახი ამბობს, რომ ის ჯანმრთელი იყო ყველანაირი დაავადების გარეშე. ოჯახს შეატყობინეს, რომ ამინი დაკავებიდან რამდენიმე საათში კლინიკაში გადაიყვანეს. მათივე თქმით, გარდაცვალებამდე ქალი კომაში იყო.

ბოლო დროს ირანში ძლიერდება რეპრესიები კონსერვატიული რეჟიმის მოწინააღმდეგეების, მათ შორის ქალთა უფლებადამცველების მიმართ. რეპრესიების ქვეშ მოყვნენ ქალებიც, რომლებსაც არ აქვთ კავშირი პოლიტიკურ აქტივიზმთან - მაგალითად, სასიკვდილო განაჩენი ღალატისთვის ან თავდაცვისთვის ოჯახში ძალადობის შემთხვევაში.


close დახურვა