logo
ENG



სასამართლომ ე.წ ქურდული სამყაროს წევრობასა და მიმართვაში ბრალდებული 4 პირი დამნაშავედ სცნო

17 სექ 202212:18
3 წუთის საკითხავი
clock 174
2022/09/17/109djbg0lm2gukp.jpg

სასამართლომ ე.წ ქურდული სამყაროს წევრობასა და მიმართვაში ბრალდებული 4 პირი დამნაშავედ სცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარა. 

პროკურატურის ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021 წელს, ქურდული სამყაროს სამმა წევრმა საზღვარგარეთ მყოფ კანონიერ ქურდთან შეთანხმებით, ერთ-ერთ პირსა და მოდავე მხარეს შორის არსებული ფინანსური დავის გადასაწყვეტად, არაერთხელ მოაწყვეს ქურდული გარჩევა.

3 პირს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 223’-ე მუხლის პირველი ნაწილით (,,ქურდული სამყაროს“ წევრობა), 1 პირს კი - სსკ-ის 223’’’’-ე მუხლის პირველი ნაწილით (,,ქურდული სამყაროსთვის“ მიმართვა) წარედგინათ.

სასამართლომ ,,ქურდული სამყაროს“ 2 წევრს სასჯელის სახით 8 - 8 წლით, ხოლო 1 წევრს - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. რაც შეეხება "ქურდული სამყაროსათვის" მიმართვაში ბრალდებულს, მას სასჯელის სახით 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.


close დახურვა