logo
ENG



ქუთაისში, ბანკში შეჭრილი თავდამსხმელი ამბობს, რომ შენობა დანაღმულია, ითხოვს $2 მლნ-ს

20 სექ 202213:19
3 წუთის საკითხავი
clock 1846

ქუთაისში, საქართველოს ბანკში შეჭრილი ამბობს, რომ შენობა დანაღმულია. 

მას მძევლები ყავს აყვანილი და $2 მილიონს ითხოვს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მძევლად 12 ადამიანია აყვანილი. 

სამართალდამცველებს მან ამისთვის დრო 15:00 საათამდე მისცა. 

მოთხოვნა მან ერთ-ერთი მძევლის ფეისბუქ ლაივ-ვიდეოში გაახმოვანა.

ასევე ითხოვს სპრინტერს, რუსეთის დროშას და ანკესს. 

ვიდეოში ის მიუთითებს ასაფეთქებელ მოწყობილობაზე, რომელიც, სავარაუდოდ, ოთახის ერთ-ერთ კედელზე აქვს მიმაგრებული.  

თავდამსხმელს აცვია სამხედრო ფორმა და ნიღაბი უკეთია. 

ქუთაისში საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული პირი 20 სექტემბერს, დაახლოებით 11:00 საათზე შეიჭრა. მიმდინარეობს სპეცოპერაცია. 

შსს-ის განცხადებით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის: 

144-ე (მძევლად ხელში ჩაგდება ); 

236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღისა (თოფისა)), საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება; 

323-ე (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა, გასაღება ან გამოყენება ტერორისტული მიზნით) და

329-ე (მძევლად ხელში ჩაგდება ტერორისტული მიზნით) მუხლებით მიმდინარეობს.


close დახურვა