logo
ENG



თავდასხმა ქუთაისში საქართველოს ბანკის ფილიალზე - რა ხდება

20 სექ 202217:04
3 წუთის საკითხავი
clock 476
2022/09/20/5mm6hvmwoprmi2s.png

დღეს, 20 სექტემბერს, დაახლოებით დილის 11:00 საათზე ქუთაისში, საქართველოს ბანკის ფილიალში შეიარაღებული თავდამსხმელი შეიყვანა და მძევლები აიყვანა. 

შსს-ის ინფორმაციით, დატყვევებულია 12 ადამიანი, ნაწილი მომხმარებელია, ნაწილი - ბანკის თანამშრომელი. 

თავდამსხმელმა მოთხოვნები ერთ-ერთი მძევლის ტელეფონით, ფეისბუქ ლაივით გაახმოვანა. მას უნდა:

$2 მილიონი, ვერტმფრენი, სპრინტერი - "მარშრუტკა", ანკესი და რუსეთის დროშა.

თავდამსხმელს, სავარაუდოდ, ასაფეთქებელი მოწყობილობა თავის სხეულზე აქვს მიმაგრებული. ამას ის თავად ამბობს, ასევე, მიუთითებს კედელზე მიმაგრებულ ასაფეთქებლებზე

სამხედრო ექსპერტების განმარტებით, მას ხელზე წებოვანი ლენტით ასაფეთქებლის პულტი აქვს მიმაგრებული, რაც 2 რამეზე მიანიშნებს: 

  • მან იცის, რომ პროცესი დიდხანს გაგრძელება და პულტს მიმაგრების გარეშე დიდხანს ვერ დაარეგულირებს;
  • ასევე, იცის ასაფეთქებელთან მოქცევის წესები. 

​კადრებში ასევე ჩანს სავარაუდოდ ასაფეთქებელ მოწყობილობაზე მიმაგრებული ფერადი სადენები. ეს კომერციული დანიშნულების სადენებია, რომლებსაც არ იყენებენ სამხედროები - მას იყენებენ კერძო პირები მაგალითად გვირაბების ან გზების მშენებლობის დროს ასაფეთქებლად. 

თავდამსხმელს აცვია სამხედრო ფორმა, უკეთია შავი ნიღაბი და აცვია ჟილეტი, რომელიც არ არის ტყვიაგაუმტარი. 

ერთ-ერთ ფეისბუქ ლაივში გამოჩნდა ხელყუმბარა. 

ერთ-ერთი მძევალი თავდამსხმელს შებოჭილი ყავს. 

ფეისბუქ ლაივებში, რომლებსაც მძევლები ავრცელებენ, ჩანან შეუძლოდ მყოფი ადამიანები.

ასევე, ისმის თავდამსხმელის ხმა, რომელიც პოლიციელებს მიმართავს: 

"გადით აქედან, თორემ სუყველას დავწყვიტავ". 

პოლიციელებს მიმართავენ მძევალი ქალები: 

"წადით აქედან, არ გვექცევა ცუდად, წადით". 

ქუთაისში, ავტოქარხნის ტერიტორიაზე ვერტმფრენით ჩავიდა შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური. ადგილზეა 2 ვერტმფრენი.


ერთ-ერთ ფეისბუქ ლაივში ისმის პოლიციელის ხმა: 

პოლიციელი: როგორ უნდა მოგაწოდოთ ფული, ვამოწმებ". 

მძევალი: ფანჯარაში შეგიძლიათ გადმოაწოდო და გამოგართმევ და მივცემ. 

პოლციიელი: ხო შეგიძლიათ, დაგვენახოთ. 

მძევალი: შემიძლია, მაგრამ უფლებას არ მაძლევს. 

კიდევ ერთი ხმა: შემოყარე, ჩემი ძმა.  

მძევლები პოლიციელებს სთხოვენ, შენობას მოსცილდნენ და წავიდნენ. 


close დახურვა