logo
ENG



დაუდასტურებელი ინფორმაციით, საქართველოს ბანკში შეჭრილმა პირმა 3 მძევალი გაათავისუფლა

20 სექ 202218:28
3 წუთის საკითხავი
clock 2445
2022/09/20/fhgw8h6xthssol8.png

დაუდასტურებელი ინფორმაციით, საქართველოს ბანკში შეჭრილმა თავდამსხმელმა 3 მძევალი მძევალი გაათავისუფლა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას, ჯერჯერობით, არ ადასტურებს.

დღეს, 20 სექტემბერს, დაახლოებით დილის 11:00 საათზე ქუთაისში, საქართველოს ბანკის ფილიალში შეიარაღებული თავდამსხმელი შეიჭრა და მძევლები აიყვანა. 

თავდამსხმელმა მოთხოვნები ერთ-ერთი მძევლის ტელეფონით, ფეისბუქ ლაივით გაახმოვანა.

მას უნდა:

$2 მილიონი, ვერტმფრენი, სპრინტერი - "მარშრუტკა", ანკესი და რუსეთის დროშა.

თავდამსხმელს, სავარაუდოდ, ასაფეთქებელი მოწყობილობა თავის სხეულზე აქვს მიმაგრებული. ამას ის თავად ამბობს, ასევე, მიუთითებს კედელზე მიმაგრებულ ასაფეთქებლებზე

სამხედრო ექსპერტების განმარტებით, მას ხელზე წებოვანი ლენტით ასაფეთქებლის პულტი აქვს მიმაგრებული, რაც 2 რამეზე მიანიშნებს: 

  • მან იცის, რომ პროცესი დიდხანს გაგრძელება და პულტს მიმაგრების გარეშე დიდხანს ვერ დაარეგულირებს;
  • ასევე, იცის ასაფეთქებელთან მოქცევის წესები. 

​კადრებში ასევე ჩანს სავარაუდოდ ასაფეთქებელ მოწყობილობაზე მიმაგრებული ფერადი სადენები. ეს კომერციული დანიშნულების სადენებია, რომლებსაც არ იყენებენ სამხედროები - მას იყენებენ კერძო პირები მაგალითად გვირაბების ან გზების მშენებლობის დროს ასაფეთქებლად. 

თავდამსხმელს აცვია სამხედრო ფორმა, უკეთია შავი ნიღაბი და აცვია ჟილეტი, რომელიც არ არის ტყვიაგაუმტარი. 

ერთ-ერთ ფეისბუქ ლაივში გამოჩნდა ხელყუმბარა. 

ერთ-ერთი მძევალი თავდამსხმელს შებოჭილი ყავს. 


close დახურვა