logo
ENG



ბაიდენი: კრემლი ორგანიზებას უწევს ყალბ რეფერენდუმს, რათა სცადოს უკრაინის ნაწილის ანექსია

21 სექ 202220:17
3 წუთის საკითხავი
 
ბაიდენი: კრემლი ორგანიზებას უწევს ყალბ რეფერენდუმს, რათა სცადოს უკრაინის ნაწილის ანექსია

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთის მიერ მობილიზაციის გამოცხადებასა და ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხეზე ილაპარაკა. 

"პრეზიდენტი პუტინი ღიად დაემუქრა ევროპას ბირთვული იარაღის გამოყენებით და დაუფიქრებლად უგულებელყო გაუვრცელებლობის რეჟიმით გათვალისწინებული პასუხისმგებლობები. ახლა რუსეთი იწვევს მეტ მეომარს, ჩაერთონ ბრძოლაში. და კრემლი ორგანიზებას უწევს ყალბ რეფერენდუმს, რათა სცადოს უკრაინის ნაწილების ანექსია - ეს გაეროს წესდების უკიდურესად მნიშვნელოვანი დარღვევა. 

მოდით, გარკვევით ვისაუბროთ. გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი შეიჭრა მეზობელ სახელმწიფოში და სცადა სუვერენული სახელმწიფოს რუკიდან წაშლა. რუსეთმა ურცხვად დაარღვია გაეროს წესდების ძირითადი პრინციპები". - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა. 

გარდა ამისა, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისაუბრა მსოფლიო სურსათის კრიზისზე და პასუხისმგებლობა მთლიანად რუსეთს დააკისრა და ის დაადანაშაულა ტყუილებში უკრაინაში ომის გამო დასავლური სანქციების შესახებ. 

რუსეთი ავრცელებს ტყუილს, ცდილობს, მსოფლიო საკვების კრიზისი უკრაინაში შეჭრის გამო მისთვის დაკისრებულ სანქციებს დააბრალოს. ამიტომ, ნენა მომეცით, განვმარტო: ჩვენი სანქციები ცალსახად აძლევს საშუალებას რუსეთს, მოახდინოს საკვების და სასუქის ექსპორტი, ლიმიტების გარეშე". - განაცხადა მან. 

"მსოფლიოში საკვების პრობლემას რუსეთის ომი ქმნის და მხოლოდ რუსეთს შეუძლია მისი დასრულება". - დასძინა ჯო ბაიდენმა. 

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ 193 მილიონი ადამიანი მსოფლიოში დგას შიმშილობის საფრთხის ქვეშ.

"მათი რიცხვი ერთ წელიწადში 40 მილიონით გაიზარდა". - განაცხადა ბაიდენმა. 

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე დააანონსა $2.9 მილიარდიანი ჰუმანიტარული დახმარება. 


close დახურვა