logo
ENG



უკრაინის დროებით ოკუპირებულ რეგიონებში დღეიდან ე.წ რეფერენდუმები დაიწყება

23 სექ 202209:44
3 წუთის საკითხავი
clock 845

უკრაინის დროებით ოკუპირებულ 4 რეგიონში დღეიდან ე.წ რეფერენდუმები დაიწყება.

ოკუპირებულ ლუჰანსკსა და დონეცკში მოსახლეობას ერთ კითხვას დაუსვამენ: "სურთ თუ არა რუსეთის შემადგენლობაში შესვლა?".

ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში კი ე.წ. რეფერენდუმი სამი კითხვისგან შედგება: გსურთ თუ არა უკრაინისგან გამოყოფა? გსურთ თუ არა დამოუკიდებელი სახელმწიფოების შექმნა? გსურთ თუ არა რუსეთთან შეერთება?

ე.წ რეფერენდუმები 27 სექტემბრამდე გაგრძელდება.

დასავლურმა ქვეყნებმა, ასევე ევროკავშირმა და NATO-მ დაგმეს ე.წ რეფერენდუმები და განაცხადეს, რომ ყალბ შედეგებს არ ცნობენ.

უკრაინაში კი აცხადებენ, რომ ყალბი რეფერენდუმები და ჰიბრიდული მობილიზაცია არაფერს შეცვლის.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 21 თებერვალს, უკრაინაში შეჭრამდე, ხელი მოაწერა ბრძანებებს დონეცკის და ლუჰანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ. ეს ორი სეპარატისტული სუბიექტი, რომელთა დაცვაც რუსეთმა აგრესიის საბაბად გამოიყენა, საერთაშორისო საზოგადოების მიერ არ არის აღიარებული.

დონეცკის და ლუჰანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების რუსეთთან შეერთების შესახებ "რეფერენდუმის" ჩატარების გეგმები ჯერ კიდევ 2022 წლის მარტში გამოცხადდა.


close დახურვა