logo
ENG



რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად ხარკივის ოლქში 15 წლის გოგო დაიღუპა

26 სექ 202217:52
3 წუთის საკითხავი
clock 514
2022/09/26/ks02hkygldkwooq.jpg

ხარკივის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, ხარკივის ოლქის ქალაქ პერვომაისკიზე რუსული სარაკაეტო იერიშის შედეგად 15 წლის გოგო დაიღუპა.

"პერვომაისკიში ოკუპანტებმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს. გარდა ამისა, 2 კერძო სახლი მთლიანად განადგურდა. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ზუსტდება. სამწუხაროდ, პერვომაისკიში სარაკეტო იერიშის შედეგად 15 წლის გოგო დაიღუპა," - თქვა სინეგუბოვმა.

სექტემბერში, უკრაინულმა თავდაცვის ძალებმა ხარკივში რუსეთის წინააღმდეგ კონტრშეტევა დაიწყეს. 16 სექტემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინელ დამცველებს ხარკივის რეგიონი თითქმის მთლიანად გათავისუფლებული ჰქონდათ.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა. 


close დახურვა