logo
ENG



ნეკა დოროყაშვილი ადვოკატ ირმა ჭკადუას ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლებს

28 სექ 202211:19
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/28/dcxbssz1nvvdpa5.jpg

მოდელი ნეკა დოროყაშვილი ამბობს, რომ თავისი ყოფილი ქმრის ადვოკატს, ირმა ჭკადუას სასამართლოში უჩივლებს. სასამართლო პროცესის დაწყების წინ დოროყაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ადვოკატი მის დისკრედიტაციას ეწევა.

"ირმა ჭკადუა 2 წლის განმავლობაში ისევე როგორც სასამართლოს დარბაზში, ასევე მედიასივრცეში და მედიის გარეთ არღვევს ჩემი და ჩემი შვილის უფლებებს. მე ვამზადებ სარჩელს ქალბატონი ირმა ჭკადუას წინააღმდეგ. აუცილებლად ვუჩივლებ ცილისწამებისთვის. აუცილებლად მიყვებიან მისი სხვა ადვოკატები. ვგულისხმობ ჩემი და არასრულწლოვანის ინტერესების დაკნინებას, ჩემი, როგორც პიროვნების სტატუსისა და სახელის შებღალვას. აუცილებლად, პირველი იქნება ირმა ჭკადუა, რომელიც ემსახურება ამას 2 წელია", - თქვა დოროყაშვილმა.

ნეკა დოროყაშვილი თავის ყოფილ ქმარს, საქართველოს პირველ ჩოგანს ძალადობისთვის უჩივის. დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში დოროყაშვილს ბასილაშვილის ადვოკატები კითხავენ. როგორც იგი ამბობს, პროცესის განმავლობაში ადვოკატების მხრიდან მასზე "მიზანმიმართული ზეწოლა მიმდინარეობს".

"ქალბატონი ნელის უფლებაა, ვის წინააღმდეგ რას დაიწყებ", - თქვა ადვოკატმა ირმა ჭკადუამ.

როგორც ცნობილია, იგეგმება პროცესში ნიკოლოზ ბასილიშვილის ჩართვაც. ადვოკატი ირმა ჭკადუა ამბობს, რომ "არასრულწლოვანის ინტერესებიდან გამომდინარე" პროცესის დახურვას მოითხოვენ.


close დახურვა