ლუჰანსკის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი ჰაიდაი ელის, რომ ლუჰანსკის დეოკუპაცია ლიმანის გათავისუფლებით დაიწყება.
"მას შემდეგ, რაც ლიმანს ოკუპანტები დატოვებენ, ლიმანის მერე დაიწყება ლუჰანსკის დეოკუპაცია. ჩვენ ყველა ამას ველოდებით, ჩვენ ვემზადებოდით", - აღნიშნა მან.
გარდა ამისა, ჰაიდაის თქმით, ის რუსი სამხედროები, რომლებიც ლიმანიდან "გარბიან", იღებენ ვიდეოებს და ამბობენ, რომ ისინი მიატოვეს და არ იციან რა გააკეთონ.
***
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მისმა სამხედროებმა უკრაინის დონეცკის რეგიონში მდებარე სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქი ლიმანი დატოვეს.
რუსეთის თქმით, სამხედროების გადაჯგუფება ალყის გამო მოხდა და რუსულმა ძალებმა "უკეთესი პოზიციებისკენ გადაინაცვლეს".