logo
ENG



მარნეულის სკოლაში მასწავლებელმა მოსწავლეები დასჯის მიზნით მუხლებზე დააყენა

02 ოქტ 202217:53
3 წუთის საკითხავი
clock 1043
2022/10/02/pejmvj5o0qvvfyx.png

მარნეულის სოფელ კირიხლოს საჯარო სკოლის ქართულის მასწავლებელმა რახმან მუსაევმა მე-4 კლასის მოსწავლეები დასჯის მიზნით მუხლებზე დააყენა. ინფორმაციას და ფოტოს ადგილობრივი გამოცემა aktual.ge ავრცელებს.

მასწავლებელი პარალელურად მარნეულის საკრებულოში ქართული ოცნების დეპუტატია.

როგორც გამოცემა წერს, მუსაევმა ფოტოები ბავშვების მშობლებს გაუგზავნა. მათივე ცნობით, მასწავლებელი ასე სჯის მოსწავლეებს, რომლებიც კარგად არ სწავლოებენ.

მათი ინფორმაციით, მარნეულის რესურსცენტრს დაუკავშირდნენ, სადაც ინფორმაციის ნამდვილოდა დაადასტურეს.

ფორმულა განათლების სამინისტროსგან კომენტარს ელოდება და მას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.


close დახურვა