logo
ENG



ბავშვების მუხლებზე დგომით დასჯის შემთხვევაზე შსს-მ იძულების მუხლით გამოძიება დაიწყო

03 ოქტ 202212:37
3 წუთის საკითხავი
 

ბავშვების მუხლებზე დგომით დასჯის გამო მარნეულის სკოლის შემთხვევაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იძულებას გულისხმობს.

დასჯის მიზნით მე-4 კლასელი ბავშვები მუხლებზე მარნეულის სოფელ კირიხლოს სკოლის ქართული ენის მასწავლებელმა, რახმან მუსაევმა დააყენა. არსებული ინფორმაციით, ამის ამსახველი ფოტოებიც თავად გადაიღო და მშობლებს გაუგზავნა. 

მუსაევი პარალელურად მარნეულის საკრებულოს წევრია და ქართული ოცნებას წარმოადგენს. 

ამ დრომდე მომხდარს არ გამოხმაურებია განათლების სამინისტრო, სკოლა კი მასწავლებლის გათავისუფლებას განიხილავს, რომელმაც განცხადება თავად დაწერა.

განათლების სპეციალისტები ამბობენ, რომ ზოგადად სკოლებში დასჯის ამგვარი მეთოდები პირველად არ ხდება და პრობლემის აღმოსაფხვრელად სისტემური მიდგომაა საჭირო. პრობლემაა სკოლების პოლიტიზების საკითხი. 


close დახურვა