logo
ENG



კადიროვის თქმით, მისი სამი არასრულწლოვანი შვილი უკრაინის წინააღმდეგ ომში წავა

03 ოქტ 202214:45
3 წუთის საკითხავი
clock 1006
2022/10/03/dj5mhmpwyj35iwq.jpg

ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის განცხადებით, მისი სამი არასრულწლოვანი შვილი უკრაინის წინააღმდეგ ომში წავა.

"ახმატი, ელი და ადამი 16, 15 და 14 წლის არიან. მათი სამხედრო მომზადება დიდი ხნის წინ, თითქმის ადრეული ასაკიდან დაიწყო. რუსეთის სამხედრო ბაზაზე მათ ასწავლიან სხვადასხვა იარაღის გამოყენებას ნებისმიერ მანძილზე და თეორიულ საფუძვლებს.

ყოველთვის მჯეროდა, რომ ნებისმიერი მამის მთავარი მიზანია შვილებში ღვთისმოსაობის დანერგვა და ოჯახის, ხალხის, სამშობლოს დაცვა ასწავლოს. თუ მშვიდობა გინდა, მოემზადე ომისთვის!" - თქვა ჩეჩნეთის ლიდერმა.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბერს რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა და აღნიშნული ქმედება "რუსეთის სუვერენიტეტის დასაცავად აუცილებელ ნაბიჯად" მოიხსენია. 

პუტინის თქმით, სამხედრო სამსახურში გაწვევას დაექვემდებარებიან რეზერვში მყოფი მოქალაქეები და, უპირველეს ყოვლისა, შეიარაღებულ ძალებში მომსახურე, გარკვეული სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები. რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს ცნობით, გაწვევა 300 ათას რეზერვისტს შეეხება.


close დახურვა