logo
ENG



ზელენსკი: როცა ტერორისტულ სახელმწიფოს განვდევნით, ნორმალური ცხოვრება დაბრუნდება

03 ოქტ 202216:06
3 წუთის საკითხავი
clock 543
2022/10/03/i2pjzeaflvtztrm.jpg

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, როცა უკრაინა ტერორისტულ სახელმწიფოს განდევნის, უკრაინელი ხალხი ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდება.

"რუსეთის მოსვლამდე, უკრაინის მიწაზე ყველგან ნორმალური ცხოვრება იყო. და როცა ტერორისტულ სახელმწიფოს განვდევნით, ნორმალური ცხოვრება დაბრუნდება. ეს ერთადერთი გზაა. ეს არის ჩვენი გამარჯვების გზა.

ჩვენ არ ვიცით რამდენი დრო დასჭირდება ამ გზის დასრულებას. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ვერც ერთი რუსული მანიპულაცია და ვერც ერთი რუსული დანაშაული ვერ დაგვაშორებს ამ გზიდან," - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა