logo
ENG



ხაბაროვსკის ოლქში მობილიზაციის ფარგლებში გამოძახებული ათასობით მოქალაქე სახლში დააბრუნეს

03 ოქტ 202217:17
3 წუთის საკითხავი
clock 525
2022/10/03/4suxpr27fxnhxou.jpg

ხაბაროვსკის ოლქის გუბერნატორის, მიხაილ დეგტიარიოვის განცხადებით, რეგიონში  მობილიზაციის ფარგლებში გამოძახებული ათასობით მოქალაქე სახლში დააბრუნეს.

ოლქის გუბერნატორის თქმით, მოქალაქეები სახლში იმის გამო დააბრუნეს, რომ შერჩევის კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებდნენ. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ სამხედრო კომისარს, იური ლაიკოს უფლებამოსილება შეუჩერეს.

"10 დღეში რამდენიმე ათასი თანამემამულე გამოიძახეს. ისინი სამხედრო კომისარიატის შენობაში მოვიდნენ, მაგრამ მათგან დაახლოებით ნახევარი სახლში დავაბრუნეთ, რადგან შერჩევის კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებდნენ," - თქვა ხაბაროვსკის ოლქის გუბერნატორმა.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბერს რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა და აღნიშნული ქმედება "რუსეთის სუვერენიტეტის დასაცავად აუცილებელ ნაბიჯად" მოიხსენია. 

პუტინის თქმით, სამხედრო სამსახურში გაწვევას დაექვემდებარებიან რეზერვში მყოფი მოქალაქეები და უპირველეს ყოვლისა, შეიარაღებულ ძალებში მომსახურე, გარკვეული სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები. რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს ცნობით, გაწვევა 300 ათას რეზერვისტს შეეხება.


close დახურვა