logo
ENG



ჯენკინსი: შემაშფოთებელია თავდასხმები ელჩ დეგნანზე, დეზინფორმაციის დიდი სქემის ნაწილია

06 ოქტ 202213:06
3 წუთის საკითხავი
clock 809
2022/10/06/k7ls736pxvcr882.jpg

ჩემი ვიზიტის განმავლობაში მე ასევე შევხდები ქართველ ლიდერებს იმისათვის, რომ განვიხილოთ ჩვენი თანამშრომლობისა და სტრატეგიული ინტერესების სხვადასხვა სფერო და მიმართულება, როგორიცაა საზღვრის უსაფრთხოება, საბაჟო თავდაცვა და ამ ყველა შეხვედრის განმავლობაში მე ველოდები, რომ გავაჟღერო გზავნილი ძლიერი მხარდაჭერისა ვაშინგტონიდან იმ უზარმაზარი და მნიშვნელოვანი სამუშაოს მიმართ, რომელსაც ელჩი კელი დეგნანი და მისი საელჩოს გუნდი ახორციელებს იმისათვის, რომ მხარი დაუჭიროს და წინ წაწიოს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები და საქართველოს მთავრობის მიმართ მზაობისთვის, რაც მათ აქვთ ჩვენთან თანამშრომლობისთვის ამ საკითხების გადასაჭრელად.

თუმცა ეს ძალისხმევა არ ყოფილა ადვილი, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, როდესაც ჩვენთვის უაღრესად შემაშფოთებელი იყო ის პირადი თავდასხმები ელჩ დეგნანზე და საელჩოზე, რაც ვიხილეთ. მოდით, მკაფიოდ ვთქვათ, ეს არის ნაწილი დეზინფორმაციის უფრო დიდი სქემისა, რომელიც მიმართულია სიმართლის დაფარვისკენ და დამალვისკენ ევროპაში შექმნილი კრიზისის ირგვლივ. კრიზისია რომელიც ერთმა ადამიანმა შექმნა.


close დახურვა