logo
ENG



წალენჯიხის მერის მანქანას ცეცხლი გაუჩნდა, ხარჩილავას ვარაუდით ავტომობილი დაწვეს

12 ოქტ 202210:21
3 წუთის საკითხავი
 

წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავას მანქანა დაიწვა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა - მერს მანქანა სახლის წინ ჰყავდა გაჩერებული.

გია ხარჩილავა ამბობს, რომ ავტომობილი ტექნიკურად სრულად გამართული იყო და ვარაუდობს, რომ ცეცხლის გაჩენაში ადამიანის ხელი ურევია.

მისივე თქმით, მომხდარზე გამოძიება დაიწყო და ექსპერტიზაც დაინიშნა.

"დასკვნების უფლება მაქვს, სავარაუდოდ - აქ რაღაც ხელწერა იკითხება. ცეცხლი თვითონ ავტომობილს კი არ გაჩენია, ეს ადამიანის ხელზე მეტყველებს, ადამიანის მიერაა გაჩენილი ჩემი წინასწარი დასკვნით. მანქანა სრულად გამართული იყო. როცა შეკითხვა ისმის, თუ რას ვუკავშირებ, თუ ამ გზით ვივლით, მაშინ რჩება ერთი დასკვნა- ეს არის ჩვენი მიდგომები, ჩვენ არ ვართ მუჭში მოქცეული, მორჩილი თვითმმართველობა. მიმდინარეობს გამოძიება და ექსპერტიზაც დანიშნულია... ადგილზე შექმნილი სურათი მაძლევს ამ დასკვნების გაკეთების საშუალებას და მინდა გითხრათ, რომ მერი თავის პოლიტიკას არ შეცვლის, უფრო აზარტული იქნება თვითმმართველობაში და უფრო ძლიერ რეფორმებს შესთავაზებს საზოგადოებას, უფრო მეტად გამოავლენ კორუფციულ სქემებს და ეს სისტემა მუჭში ვერ მოიქცევს წალენჯიხის მერს"- ამბობს ხარჩილავა.


close დახურვა